თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე Digital Connectivity-ის პანელს მოდერატორობას Reuters-ის ცნობილი ჟურნალისტი აქსელ თრელფოლი გაუწევს

 

თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეორედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი მიიღებს.

ფორუმში, უკვე მეორედ მონაწილეობას ცნობილი ჟურნალისტი, Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტი აქსელ თრელფოლი მიიღებს, რომელიც პანელს “Digital Connectivity” მოდერატორობას გაუწევს.

აქსელ თრელფოლი Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტია. ის მაღალი რანგის შეხვედრებს მასპინძლობს და Reuters-ის წამყვან ღონისძიებებს უძღვება, როგორიცაა ცნობილი ადამიანების შესახებ გამოშვებები და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

წარსულში აქსელ თრელფოლი Reuters-ის ციფრული ვიდეოს მთავარი ევროპელი წამყვანი იყო. მან CNBC-ის წამყვანად ოთხი წელი იმუშავა, მანამდე რედაქტორი იყო Wall Street Journal-ის ნიუ იორკის ოფისში და ბლუმბერგის ახალი ამბების რეპორტიორი ლონდონში. ასევე, მუშაობდა მრჩევლად ბიზნესსექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე.

აქსელ თრელფოლს ხშირად იწვევენ ღონისძიებების მოდერატორად საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ჩათვლით.

მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი დურჰამის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში – ლონდონის სიტის უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები