პრეზიდენტი: საშინელი წელიწადი მქონდა, კარტოფილის მოსავლის გარდა, არაფერი მოვიდა

წელს საშინელი წელიწადი მქონდა, კარტოფილის მოსავლის გარდა, ისიც ლუკაშემკომ მაჩუქა სათესლე მასალად, ფაქტობრივად, არაფერი მოვიდა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
“პომიდორს რაღაც ჭლექი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, ფაქტობრივად კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ჩემი ფინანსური და ოჯახის შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამირღვევია, არც აგროვადები, არც მორწყვა არ დამიკლია, უბრალოდ არ მოვიდა, მოუსავლიანი წელიწადი იყო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები