ელგუჯა გოცირიძემ სტიპენდია კიდევ ერთ ახალგაზრდას დაუნიშნა

თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ სტიპენდია კიდევ ერთ ახალგაზრდას დაუნიშნა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახალგაზრდების მხარდაჭერა ყველაზე სწორი ინვესტიციაა.
„დღეს ჩვენს სტიპენდიანტებს კიდევ ერთი ტყიბულელი ახალგაზრდა,ნატო აბესაძე შეემატა. გულწრფელად მიხარია როდესაც ნიჭიერ, წარჩინებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს ვხედავ. ყოველთვის ვცდილობ მათ გზის გაკვლევაში და შესაძლებლობების რეალიზებაში დავეხმარო. ვთვლი, რომ მათი მხარდაჭერა ყველაზე სწორი ინვესტიციაა. სწორედ ამიტომ მთელი ჩემი ხელფასი ჩვენი ორი რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხმარდება. მწამს, რომ სახელობითი სტიპენდიის დანიშვნით არა მხოლოდ თავად სტიპენდიანტებს, არამედ ზოგადად, განათლებისკენ სწრაფვას ვახალისებ. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ტყიბულსა და თერჯოლაში ასეთი ახალგაზრდები მრავლად არიან. მინდა თითოეულ მათგანს დიდ გულშემატკივრად და მხარდამჭერად ვეგულებოდე“, – განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები