დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ელჩს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტების რაოდენობის მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რათა ეკონომიკური თანამშრომლობისგან სარგებელი გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს. ასევე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის სხვა პრიორიტეტული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები