“საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია”

თბილისში, „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით არსებული მონაცემები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელ კლაუდია შტეინთან ერთად წარადგინა.
როგორც საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემებშია ნათქვამი, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.
საქართველო მსოფლიოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 53 ქვეყანას შორის მეოთხეა, რომელმაც ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონახაზი შეიმუშავა: დოკუმენტში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მაჩვენებელია თავმოყრილი და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არსებული მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესაფასებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში დაავადებების აღრიცხვიანობა, დაბადება- გარდაცვალების რეგისტრაცია გაუმჯობესებულია, რაც გამოწვევების შეფასებასა და მასზე რეაგირების სწორი პოლიტიკის განსაზღვრას შესაძლებელს ხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები