პროკურატურაში ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა სერვისების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულთათვის განკუთვნილი სერვისების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მიზანია პროკურორებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც დაზარალებულთა სრულყოფილად ინფორმირებისა და დახმარების პროცესში გამოიყენებენ. შეხვედრის ფარგლებში პროკურორები იმ სამსახურების, ფონდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან, რომლებიც ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო დახმარებასა და თავშესაფრებს სთავაზობენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებაში პროკურორები მონაწილეობენ, რომელთა ნაწილს უკვე გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსი ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, ან მიმდინარე წლის ბოლომდე გაივლის.
სამუშაო შეხვედრა მთავარ პროკურატურაში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 15 მოწვეული სამსახურის, ფონდისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეებს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. სამუშაო პროცესი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება და კითხვა-პასუხის ფორმატს მოიცავს.
ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი და დროული დახმარების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს მთავარი პროკურატურა მადლობას უხდის დონორ და მონაწილე ორგანიზაციებს გაწეული თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები