ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას ყაზახეთის პრეზიდენტიც დაესწრება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას ყაზახეთის პრეზიდენტიც დაესწრება. არსებული ინფორმაციით, ნურსულტან ნაზარბაევი ბაქოში 30 ოქტომბერს ჩავა. ცერემონიაში ასევე მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტვირთი, რომელიც ახალ მაგისტრალს გაივლის, სწორედ ყაზახურია. კომპანია „აზრუსტრანსის“ ინფორმაციით, 82 კონტეინერისგან შემდგარი სატვირთო შემადგენლობა ყაზახეთის სადგურ კუსტანაიდან უნდა გაიგზავნოს. მისი დანიშნულება კი თურქეთის ქალაქი მერსინია.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. თბილისიდან ახალქალაქამდე მაგისტრალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აშენდა 29-კილომეტრიანი მონაკვეთი ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე, თურქეთში კი 76-კილომეტრიანი მონაკვეთი ქალაქ ყარსამდე. 2018 წლიდან რკინიგზით სამგზავრო მატარებლების დანიშვნაც არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები