ზუგდიდის გამგეობამ ოქტომბერში 83 მოქალაქეს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ ოქტომბრის თვეში 83 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა – ამის შესახებ ინფორმაციას გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაცია  46 მოქალაქეს დაუფინანსდა და კომპიუტერული კვლევით (ტომოგრაფია, კორონაროგრაფია)  16 მოქალაქე დაფინანსდა. გარდა ამისა, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა დაუფინანსდა 1 მოქალაქეს, ხოლო ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსდა 20 მოქალაქე.

აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 36 175 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები