ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს აფასებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და გამართულ შეხვედრებზე  მხარეები ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდებიან.

„ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრები გვქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენთვის ისრაელთან თანამშრომლობას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენ გვაკავშირებს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი კარგი ურთიერთობები, ჩვენ გვაკავშირებს საუკუნოვანი ურთიერთობა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების გაღრმავება.

ძალიან ბევრი გაკეთდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ  ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში გაღრმავებულიყო – ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობის კუთხით და ასე შემდეგ.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ამ კუთხითაც ბევრი რამ არის გაკეთებული. ამ ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდებით ასევე სხვა დეტალებზე ჩვენი თანამშრომლობის”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები