ზაქარია ქუცნაშვილი: თიანეთელები არ იმსახურებენ ლოთ ადამიანებს, მე უნდა გამოვასწორო ჩადენილი შეცდომა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, როცა პოლიტიკაში გაშანტაჟებენ და არჩევანის დიაპაზონი ფართო არ არის კომპრომისზე წასვლა უწევს პოლიტიკოსს. ამიტომ მას და თამაზ მეჭიაურს შორის ურთიერთობაში ნეპოტიზმი არაფერ შუაშია.

როგორც მან აღნიშნა, მისი გამოსასწორებელია ეს შეცდომა.

“ნეპოტიზმი აქ არაფერ შუაშია, იმიტომ, რომ როცა პოლიტიკაში გაშანტაჟებენ და არჩევანის დიაპაზონი ფართო არ არის კომპრომისზე წასვლა გიწევს. ასე, რომ ეს იყო კომპრომისი რომელმაც სავალალო შედეგი გამოიღო და აჩვენა, რომ შანტაჟს არ უნდა დავთანხმებოდით.

პოლიტიკურ შეცდომებზე პასუხი უნდა ზღო და მე მერგო ეგ პასუხისმგებლობა გამოვასწორო ჩადენილი შეცდომა რომელიც 2012 წელს დავუშვი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, მისი პროფესიაა “პრობლემების მკურნალობა”. თიანეთელები არ იმსახურებენ “კორუმპირებულ და ლოთ ადამიანებს” მმართველობაში. შესაბამისად, ის არ აღიარებს “ფალსიფიცირებული” არჩევნების შედეგებს.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, პირვანდელი მდგომარეობა ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები