მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობის ჩამორთმევის დამადასტურებელი დოკუმენტები მიიღო

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე დოკუმენტები მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას იგი სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ, მან საემიგრაციო სამსახურის შენობასთან ყოფნის დროს, ჟურნალისტებს განუცხადა. „მე სასამართლოში დღეს ან ხვალ წავალ. როგორც იქნა, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოქალაქეობასთან დაკავშირებით და ჩვენ გავასაჩივრებთ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს.“

ამას გარდა, როგორც ირკვევა, სააკაშვილი ხვალ, 26 ოქტომბერს აპირებს უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურს მიმართოს, რათა მიიღოს იმ პირის სტატუსი, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები