ლელა ქიტესაშვილი: სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებ

თამაზ მეჭიაურის კონკურენტი ლელა ქიტასაშვილი, მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაყვეტილებით თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდა, აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს მიაჩნია, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უფრო ლოგიკურია არჩევნების განმეორებით ჩატარება.

„უფრო ლოგიკურად მეჩვენებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულიყო, ეს უფრო ღირსეული იქნებოდა. ვფიქრობ, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას“, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

ცნობისთვის, მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები