თამაზ მეჭიაური: მივდივარ თიანეთში „კაპოტზე“ მოქეიფეების დროა და არა კინტოების

“თიანეთში „კაპოტზე“ მოქეიფეების დროა და არა კინტოების”, – ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატმა, ”ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დანაშაული გამოსწორდა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა.

„ამ გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა.

ქუცნაშვილი დადიოდა და საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ამბობდა, „კაპოტზე“ მოქეიფეების დრო წავიდაო, მე ლაუნჯი მაქვს და ლაუნჯების დროა ახლაო. მე ვუთხარი „კაპოტზე“ ვიქეიფებ არჩევნების შემდგომ, შენ კიდევ მიხედე ლაუნჯს, მაინც კინტოს გეძახიან-თქო. ახლა მივდივარ თიანეთში „კაპოტზე“ მოქეიფეების დროა და არა კინტოების”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რომ თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები