ირაკლი კობახიძე ქნესეთის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა
ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქნესეთის ოპოზიციის ლიდერს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.