ტყეებსა და ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ტყეებსა და ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანორ ჰერმანმა მიმართეს.

სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში ტყის მასივებში ბოლო დროს გახშირებული ხანძრების პრევენციაზე, ტყის მართვაში ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მედიის წარმომადგენლებს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმახანძრის შედეგად მიყენებულ ზიანსა და სამომავლო ნაბიჯებზე პრეზენტაცია წარუდგინა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა ხანძრისგანტყის დაცვაზე ლიტვის გამოცდილებასა და რეკომენდაციებზე ისაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრას მედიის 50-მდეწარმოამადგენელთან ერთად, დიპოლამატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები