დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში OECD EURASIA WEEK-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მუსტაფა მასტურს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ის ხარისხი, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. გარდა ამისა, ავღანურმა მხარემ გამოთქვა დიდი ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც საქართველოში განხორციელდა ან ამჟამად მიმდინარეობს, მათ შორის, დიდი ყურადღება გამახვილდა საგადასახადო ადმინისტრირებისა და მმართველობით რეფორმაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს დიდი ინტერესი, რათა თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდეს. აღინიშნა, რომ ავღანეთის დელეგაცია თბილისს მიმდინარე წლის ნოემბერში ეწვევა, რომლის დროსაც, მონაწილეობას მიიღებს თბილისის საერთაშორისო ფორუმში Tbilisi Belt and Road forum 2017.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები