საპარლამენტო დელეგაციამ ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრა გამართა

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის ღიაობისა და გამჭვირვალობის შესახებ იმსჯელეს. ქართველმა დეპუტატებმა ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიღწევებზე ისაუბრეს. საკითხზე პრეზენტაცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ წარმოადგინა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი არსისა და შინაარსის შესახებ. საუბარი, ასევე, საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: არჩილ თალაკვაძე, დავით ბაქრაძე, სოფიო ქაცარავა, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა მდინარაძე, გრიგოლ მიქელაძე და ბექა ოდიშარია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები