ჯანდაცვის ფორუმზე LIFE FM-ის წარდგინება გაიმართა

ახალი სამედიცინო რადიო LIFE FM-ის წარდგინება ჯანდაცვის ფორუმზე გაიმართება. პრეზენტაცია 26 ოქტომბერს საგამოფენო სივრცე ექსპო ჯორჯიაში (მე-11 პავილიონი), 11:00 საათზე მოხდება.

LIFE FM, რომელიც მაუწყებლობას იწყებს ტალღაზე FM 90.8, ფოკუსირდება თემებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, მედიცინა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ინოვაციები ჯანდაცვის სფეროში.
რადიო LIFE FM-ის მიზანია სანდო, სამედიცინო საინფორმაციო წყაროს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში პირველი ვიზუალური რადიოს დანერგვა.
ასევე, ინფორმაციის გავრცელება დაავადებათა ეფექტური პრევენციის, იდენტიფიკაციის და მართვის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და კომერციული სერვისების შესახებ. მოსახლეობის დეტალური ინფორმირება სამედიცინო და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებისა და თვითდახმარების მეთოდებზე.

რადიო LIFE FM მომავალ წელს მედიცინის გამოფენაზე ჩინურ პავილიონს მოაწყობს, რომელიც ჩინური მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები