“მიუხედავად საკმარისი კვალიფიკაციისაა საქართველოს მშენებელთა უმრავლესობა, თანამედროვე მოთხოვნებს მაინც მოუმზადებელი შეხვდა”

„სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ პრეზიდენტმა, „ევროპის მშენებელ-ინჟინერთა“ ბორდის წევრმა იური სვანიძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში არსებულ ქაოტურ მშენებლობებზე და სეისმომედეგურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

იური სვანიძე მიიჩნევს, რომ დღეს მშენებლობის უმეტეს ნაწილს, დაბალი კვალიფიკაციის მქონე და ზოგ შემთხვევაში არასპეციალისტები ეწევიან. სვანიძე აღნიშნავს, რომ საქართველო რთული რელიეფის გეოლოგიური პირობების მქონე სეისმურ ქვეყანას წარმოადგენს.

„აქედან გამომდინარე, პროექტირება და მშენებლობა მაღალ პროფესიონალიზმს საჭიროებს. მიუხედავად საკმარისი კვალიფიკაციისაა საქართველოს მშენებელთა უმრავლესობა, თანამედროვე მოთხოვნებს მაინც მოუმზადებელი შეხვდა.

ამასთან ერთად პოსტსაბჭოური ქვეყნებიც ასევე განიცდიან ამ პრობლემებს, ახლო წარსულში ჩვენთან არსებობდა მსოფლიო დონის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, თბილისის ზონალური სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი, რომელიც დღეს მოშლილი და გაუქმებულია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჩვენ ტიპიური მშენებლობიდან, გადავედით ინდივიდუალურ მშენებლობაზე, ამან მოითხოვა უკვე თანამედროვე არქიტექტურული მშენებლობის ხარისხის მაღალი სტანდარტების ცოდნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ყოველივე ეს საჭიროებს კადრებისა და მშენებელ-ინჟინრების პროფესნიოლალურ მომზადებას, აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოების ძირითადაი მიზანი, დაფუძნებულიყო „სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება და დავმხარებოდით მთავრობას ჩვენი პროფესიონალური კუთხით ამ დარგის განვითარების საქმეში“, – განაცხადა იური სვანიძემ.
მან ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, ასევე დედაქალაქის მთავრობას მადლობა გადაუხადა. „ მადლობას ვუხდი ეკონომიკის მინისტრს, გიორგი გახარიას, ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძეს, თბილისის მერიას, მათ მიერ მოწოდებულმა თანხმობის წერილებმა საფუძველი მომცა იმისა, რომ ხმამაღლა მეთქვა, როგორც ევროპის, ისე მსოფლიო მშენებელთა საბჭოზე რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს და მიესალმება აღნიშნული ცენტრის დაფუძნებას საქართველოში“, – აღნიშნა სვანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, საქართველო მსოფლიო მშენებელთა საბჭოს ოფიციალური წევრი ორი დღის წინ გახდა. „ამ ცენტრის ძირითადი მიზანი ზუსტად ის არის რომ ხელი შევუწყოთ, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ევროპული, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული, როგორც სეიმედეგური, ისევე მშენებლობის სხვა სფეროს ინჟინერ მშენებელთა კადრების მომზადება, კვალიფიკაცია და შემდეგომ წარდგენა ევროპის სხვდასხვა ქვეყანაში, რომ ჩვენს მშენებლებს საფუძველი მივცეთ რომ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მშენებლობის ხარისხი ავამაღლოთ ისე როგორც საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს“,- განაცხადა იური სვანიძემ და დასძინა, რომ სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება 2011 წელს დაფუძნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები