სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს იგებს

მცხეთის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო – საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ორგანიზაცია მეოცე უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას მოპასუხე მხარე, საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეები არ დასწრებიან. სხდომაზე არ გამოცხადდა ასევე “ქართული ოცნების” კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი. სასამართლომ საოლქო კომისიას 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები