კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკი არ აკეთებს კომენტარს კურსის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადა, რომ ცენტრალური ბანკის მთავარი ფუნქცია დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებაა.
როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი კომენტარს არ აკეთებს. „არავისთვის არ არის ახალი, რომ ჩვენთან მოქმედებს მცურავი კურსი, ამიტომ, ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეროვნული ბანკი არ აკეთებს კომენტარს კურსის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები