ნუკრი ქანთარია: ყოველი მომდევნო არჩევნები არის უფრო უკეთეს, თავისუფალ, სტაბილურ გარემოში ჩატარებული

ფაქტობრივად, ყოველი მომდევნო არჩევნები არის უფრო უკეთეს, თავისუფალ, სტაბილურ გარემოში ჩატარებული და ამას ყველა ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ქანთარია მიიჩნევს, რომ 2012 წლის მერე არჩევნები, საერთაშორისო სტანდარტებს ძალიან მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდება.

„ფაქტობრივად, ყოველი არჩევნები არის უფრო უკეთეს, თავისუფალ, სტაბილურ გარემოში ჩატარებული და ამას ყველა ვხედავთ. არის გარკვეული ხარვეზები, რომელიც ბუნებრივია იქნება. ერთ-ერთი ასეთი არის თიანეთი, სადაც კითხვები ჩნდება, ეჭვებს ბადებს და მე ვფიქრობ სასამართლო ყველა კითხვასა და ეჭვს მოხსნის, შესაბამისად, სურათი იქნება სამართლიანი.
ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე ჩვენს კანდიდატს, რომელიც გახდება მერი ეჭვის სარტყელი მოყვებოდეს, ამიტომ ვფიქრობ, ეს ეჭვები აბსოლუტურად უნდა გაიფანტოს. არავის უნდა ჰქონდეს კითხვისნიშანი რომ ეს არის რაღაც გარკვეული ძალდატანების ან რაღაც მაქინაციის შედეგად მოსული თანამდებობაზე“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დეპუტატმა „კვირას“ პრესკლუბში ოპოზიციურ პარტიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ოპონენტები მუდმივად განაწყენებულები არან: „ ოპოზიციურ პარტიები ნებისმიერი არჩევნების შემდეგ მუდმივად არიან განაწყენებულები, მუდმივად თვლიან, რომ არჩვენები ცუდ გარემოში ჩატარდა, ეს უკვე მათი გარკვეული სტილი გახდა“.

ნუკრი ქანთარია მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ უფრო სამართლიან გარემოში, ყოველგვარი ეჭვების გარეშე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები