ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან მოტივაციაა, ვიყოთ ისრაელის ძლიერი პარტნიორი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელში ქნესეთის თავმჯდომარესთან იული იოელ ედელშტეინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან მოტივაციაა, იყოს ისრაელის ძლიერი პარტნიორი და ეს არის გუნდის სტრატეგიული ინტერესიც.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამაყობს ისრაელთან 26 საუკუნოვანი ისტორიული კავშირით, რაც ქმნის განსაკუთრებულ მოტივაციას ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

“ბევრი სფეროა, სადაც ჩვენ თანამშრომლობის გაძლიერება შეგვიძლია და უკვე არსებობს მრავალი მიმართულება, სადაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. ვიცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია ისრაელს და თქვენს ქვეყანაში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა. ჩვენი შეხვედრა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებისთვის. გვჯერა, საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და მეგობრობის. ჩვენი მხრიდან მოტივაციაა, ვიყოთ თქვენი ძლიერი პარტნიორი და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესიც. დელეგაცია საქართველოს პარლამენტის 11 წევრისგან შედგება, რაც ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ინტერესის დემონსტრირებას ახდენს. ასევე, ეს აჩვენებს ქართველი ხალხის სიყვარულს ებრაელი ხალხისა და ისრაელის მიმართ. ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებიც. ჩვენ ერთმანეთთან მრავალი წინააღმდეგობა გვაქვს, თუმცა, არსებობს საკითხი, რომელზეც ყველა ვთანხმდებით – ეს არის მეგობრობა ისრაელთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები