მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უკრაინაში ალტერნატიული იდეების გუმბათს შევქმნით

“მეორე შემთხვევაა, როდესაც კარავში ვცხოვრობ, პირველად ჩვენ გზა ავაშენეთ, ამჯერად კი უკრაინული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ღამე უკრაინის პარლამენტთან, კარავში გაატარა, სადაც უკვე 8 დღეა პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით აქცია იმართება.

მისივე თქმით, ისინი ალტერნატიული იდეების გუმბათს შექმნიან.

„ეს ის კარავია, რომელშიც მე ოდესასთან ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს ვცხოვრობდი. ამიტომ ეს ისტორიული მომენტია ოდესის ოლქისთვის. კარავში პირველად მაშინ ვიცხოვრე, ახლა კი მეორე შემთხვევაა. პირველად ჩვენ გზა ავაშენეთ, ამჯერად კი უკრაინული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ.
ჩვენ ვისაუბრებთ სისტემის შეცვლაზე და იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ უკრაინა იმ პერიოდისთვის, როდესაც ხელისუფლებაში ოლიგარქები აღარ იქნებიან. ჩვენ აქ ალტერნატიული იდეების გუმბათს შევქმნით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები