ლელა ქიტესაშვილი: თუ დაინიშნება ხელახალი არჩევნები, მე კვლავ ველოდები წარმატებას

პარტია „ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, დარწმუნებულია, რომ თუ მოსამართლემ დღეს ჩანიშნულ სასამართლო განიხლვაზე თიანეთში მეორე ტური დანიშნა, აუცილებლად გაიმარჯვებს.

„თუ დაინიშნება ხელახალი არჩევნები მე კვლავ ველოდები წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში, კვლავ მოვიპოვებ გამარჯვებას“, – ამის შესახებ ლელა ქიტესაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე საარჩევნო პროცესის დროს დაარღვია თუ არა კანონი, ქიტესაშილი პასუხობს, რომ მისი მხრიდან უბანზე შესავლა ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.
„ჩემი შესვლა უბანზე როგორც ასეთი ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, იმიტომ რომ წამით შევიხედე უბანზე და იქ ამომრჩეველი არ ყოფილა, ისეთ პერიოდში მოხდა ეს ქმედება. თუმცა, მაგაზე ჩვეულებრივად დაიწერა გაფრთხილება და ამას არჩევენბზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია“, – აღნიშნა „ქართული ოცნების თიანეთის მერობის კანდიდატმა.

ლელა ქიტესაშვილმა არჩევნების საღამოც გაიხსენა და განაცხადა, რომ 24 ბიულეტინის ბათილად გამოცხადების შემდეგ, 5 ბიულეტენე ბათილი არ აღმოჩნდა.

„არჩევნებზე, დღის განმავლობაში შემოდიოდა ინფორმაცია, რომ ზოგან ვიგებდი, ზოგგან ვაგებდი, მაგრამ უმეტესად მე მქონდა პლიუსები, ანუ შედეგები ჩემს სასარგებლოდ შემოდიოდა, მე-20 უბანზე, რომელიც პრობლემურ უბნად იქცა, ყველაზე გვიან მოხდა ხმების დათვლა. ჩვენ, ამ უბანზე გვყავდა ჩვენი წარმომადგენლები შიგნით, ბუნებრივია, ბოლო უბანი იყო და ამ ხმებს შედეგებზე რაღაც გავლენის მოხდენა შეეძლო, ამიტომ დაიმუხტა სიტუაცია როგორც ჩანს შიგნით, გარეთ მობილიზიებული იყო როგორც ჩემი, ისე ჩემი ოპონენტის მომხრეები, ასევე იყო პოლიცია უსაფრთხოებისათვის. იმდენად დაიმუხტა სიტუაცია გარეთ, რომ მე ჩემს მომხმრეებს ვთხოვე წავსულიყავით და შტაბში დავლოდებოდით შედგებს, როდესაც დაიხურა უბანი და ჩვენი წარმომადგენლები შტაბში შემოვიდნენ, იქ შემოვიდა ინფორმაცია, რომ მთვლელებზე იყო ზეგავლენის მოხდნის მცედლობა, რამდენჯერმე მოუწიათ დათვლა, დაიდო შედეგი და ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ 24 ბიულეტენი აღმოჩნდა ბათილი, ამ რაოდენობამაც გააჩინა ეჭვი, რომ ამდენი გაბათილებული ხმა ერთ უბანზე, რატომ?! რადგან ამ დროს უბანი უკვე დახურული იყო, ჩვენ გადავწყვიტეთ სარჩელი პირდაპირ საოლქო კომისიაში შეგვეტანა. დავწერეთ საჩივარი რომ აღნიშნული ხმები გადათვლას საჭიროებდა, შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ მოიწვია წევრები, 13 წევრიდან ამ განხილვას 11 წევრი ესწრებოდა, ამოიღეს 24 ბიულეტენი და აღმოჩნდა მხოლოდ 5 ბიულეტენი აღმოჩნდა ნამდვილი“, – განაცხადა „კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლელა ქიტესაშვილმა.

კითხავაზე, არის თუ არა მისი მოთხოვნა თიანეთში მეორე ტური დაინიშნოს, ქიტესაშვილი აცხადებს, რომ რადგან ეს საკითხი სასამართლში შევიდა, ეს არის მოსამართლის მსჯელობის საგანი.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონული სასამართლო პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის სარჩელის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს, 13:00 საათზე გამოიტანს. მეჭიაური სარჩელში საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებასა და პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიკუთვნებული 5 ხმის გაბათილებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები