იანოშ ჰერმანი: ჩვენი დასკვნით, თვითმმართველობის არჩევნები მშვიდობიანი იყო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მისივე თქმით, წარმომადგენლობა არჩევნებზე დაკვირვებას მეორე ტურშიც განაგრძობს.

„სპეციალური ჯგუფები გვქონდა შექმნილი იმისთვის, რომ მონიტორინგი გაგვეწია არჩევნების მიმდინარეობისთვის. ჩვენი დამკვირვებლები სხვადასხვა ლოკაციაზე ადევნებდნენ თვალყურს პროცესს. ამ დაკვირვებით, ჩვენი დასკვნით, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები.

იყო რამდენიმე მაგალითი, როდესაც გავიგეთ გარკვეული დარღვევების შესახებ, თუმცა უმეტესად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმშვიდე იყო“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები