“თამაზ მეჭიაურს სხვანაირად მართებდა თიანეთის მოსახლეობის წინაშე წარდგენა”

პარტია “ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილსა და თამაზ მეჭიაურს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანს, როცა ლიდერობასა და პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, მეტი თავშეკავება მართებს.

როგორც ლელა ქიტესაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ქუცნაშვილი-მეჭიაურის დაპირისპირება არ იყო მოსახლოებაზე გათვლილი, – „ თამაზ მეჭიაურს სხვანაირად მართებდა თიანეთის მოსახლეობის წინაშე წარდგენა“.

შეგახსენებთ, რომ თიანეთის მერობის კანდიდატი, “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ზაქარია ქუცნაშვილი, საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა. როგორც მეჭიაურმა,
”რუსთავი2”-ის ეთერში, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, ქუცნაშვილს თავად დააწყებინა მუშაობა და საპასუხოდ კი ღალატი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები