ქუცნაშვილი მეჭიაურზე: გალოთებული იყო და შანსი მივეცი, რადგან დედაჩემი და მისი მამა ალალი და-ძმა იყვნენ

თიანეთის მერობის კანდიდატი, ”ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს, საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს.
მან ”რუსთავი2”-ის ეთერში, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ქუცნაშვილს თავად დააწყებინა მუშაობა, საპასუხოდ კი ღალატი მიიღო.

მერობის კანდიდატი სიცრუეს უწოდებს ყველა იმ განცხადებას, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილმა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

აღნიშნულის საპასუხოდ კი უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე თამაზ მეჭიაური უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა და შანსის მიცემა უნდოდა მისთვის, რადგან მისი მამა და ქუცნაშვილის დედა ალალი და-ძმა იყვნენ.

უმრავლესობის წევრმა ასევე მოჰყვა, თუ როგორ მიიყვანა მეჭიაური ”ქართულ ოცნებაში” და როგორ მოხვდა ის პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები