პატრიარქმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა – მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კახა კალაძეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.
“გულითადად გილოცავთ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. პოლიტიკურ სივრცეში მოღვაწეობა თქვენ დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყეთ, მაგრამ ენერგიულობით და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ,”-ნათქვამია მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები