კახა კალაძე: ცხრა ლოკაციაზე ავტომობილების მიწისქეშა პარკინგი განთავსდება

თბილისის ცხრა ლოკაციაზე ავტომობილების მიწისქეშა პარკინგი განთავსდება,-აღნიშნული განცხადება თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
კალაძის თქმით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ავტომობილების პარკირების მოწესრიგებას ხელი შეუწყონ.
„მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის 9 ლოკაციაზე ავტომობილების მიწისქვეშა პარკინგი განთავსდება. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართლებით მუშაობას, რომ ხელი შევუწყოთ ატომობილების პარკირების მოწესრიგებას.
სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით ქალაქში და ეს არის არსებულოი ეკოლოგიური პრობლემა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ავტომობილებს პირველი ადგილი უკავიათ, ამიტომ საჭირო კომპლექსური მიდგომა. საჭიროა, სკვერების, პარკების რეაბილიტაცია -მოწესრიგება, ტრანსპორტის განახლება, პარკინგების მოწყობა, მეტროს მოწესრიგება, სამშენებლო რეგუალციები. ეს ყელაფერი 4 წლის თავზე გამოიღებს შედეგს. ჩვენ გვექნება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, ქაოტური განაშენიანების პრობლემა იქნება მოგვარებული, ატომობილების პარკირების პრობლემა იქნება მოწესრიგებული, ქალაქი იქნება უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი და რაც მთავარია სიცოცხლით სავსე,-აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები