სახელმწიფო ინვესტორებს ტურისტულად აქტიურ ადგილებში სასტუმროს ასაშენებლად უძრავ ქონებას სთავაზობს

ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული  შემოსავლების ზრდამ ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება საჭირო გახადა. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს  პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ სთავაზობს, რომელიც სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში გულისხმობს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ამჟამად გამოცხადებული აქვს მიმდინარე ელექტრონული აუქციონები ტურისტულად პოპულარულ ადგილებში, თბილისი – უზნაძის ქუჩა, ციხისძირი, ყვარელი და სურამი.

აუქციონის დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე  www.nasp.gov.ge.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს და დღეის მდგომარეობით საქართველოს სხვადასხვა ადგილებში – ტაბახმელა, უწერა, ამბროლაური, ციხისძირი, თბილისი უკვე  26 მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონებაა გაყიდული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები