დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ყაზახეთში მიმდინარე „OECD ევრაზიის კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს, ნოდირ ოტაჟონოვს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა კუთხით. აღინიშნა ის დიდი პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით არსებობს.

ასევე, რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, თანამშრომლობაზე ყურადღება გამახვილდა. კერძოდ, უზბეკურმა მხარემ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით უზბეკური ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ინტერესი  გამოთქვა. ასევე, სატრანზიტო მიმართულების განვითარების კუთხით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ყურადღება გამახვილდა

შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა დიდი ინტერესი, რათა თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს და ინტენსიური გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები