კახა კალაძე: საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება

“მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს, ნაკლები ბიუროკრატია, მეტი ინოვაცია და მეტი თანამედროვეობა”, – ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
კალაძე ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება.
“საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება და ჩვენს გუნდში პროფესიონალები იმუშავებენ. მერიაში არის ბევრი ისეთი ადამიანი ვინც კომპეტენტურია, პროფესიონალია”, – განაცხადა თბილისის ახლადარჩეულმა მერმა.
კახა კალაძემ დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები