წინასწარი მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ფოთი.
წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი – 17.49%-ით. ამ დროისთვის 737-ვე უბნის მონაცემებია დათვლილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, სადაც ასევე ყველა უბანია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ ხმების 53.05% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზურაბ მაისურაძე – 19.8%-ით.
ბათუმშიც ყველა უბნის შედეგებია დამუშავებული, რომელთა მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ამომრჩეველთა ხმების 55.95%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ – 24.04% მიიღო.
ფოთში, ყველა უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ 55.14%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ 13.36% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები