ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი დიდუბეში, მე-12 უბანზე დააფიქსირა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი დიდუბეში, მე-12 უბანზე დააფიქსირა. მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მინდა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო: აუცილებლად იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ვინაიდან სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ახლა ამ ქალაქის ბედს. თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ. ნამდვილად კარგი საარჩევნო ამინდია დღეს, მობრძანდით ყველა არჩევნებზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები