„ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს (ფოტოკოლაჟი)
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. სიმბოლური კაფსულა საძირკველში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ -ს სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჩააგდეს.