ასპინძის გამგებელს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ დამალიდან გურგენ თუმასიანი გამგებელ ლევან ცაბაძეს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.

თუმასიანი „ინტერპრესნიუსს“ დაუკავშირდა და სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

„არჩევნებთან დაკავშირებით მე პირდაპირ ავუხსენი გამგებელს (რომელიც ამავდროულად ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია) სოფლის პოზიცია, რომ მთელი სოფელი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ კანდიდატს. მე ვუთხარი, რომ სოფლის წინააღმდეგ ვერ წავალ. ამის შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.

მერე იყო ლაპარაკი, რომ მაშინ თანამდებობიდან უნდა გადავდგე. მე, ჩემი მხრივ, აღვნიშნე, რომ სოფლის წინაშე ჩემს მოვალეობას შევასრულებ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება არ დავწერე. მერე გავიგე, იმ მიზეზით, რომ არ გამოვჩნდი გამგეობაში, ხელი ვერ მოვაწერე საბუთებზე და ვერც დამიკავშირდნენ, გამათავისუფლეს. მაგრამ მე ვიცი, რომ ყველაფერი დაკავშირებულია არჩევნებთან. მგონი, ის არ მოგვიწონეს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი არ დავუჭირეთ“, – განაცხადა თუმასიანმა.
წყარო:ინტერპრესნიუსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები