ასპინძის გამგებელ ლევან ცაბაძეს თანამშრომლების მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებენ

ასპინძის მოქმედ გამგებელ ლევან ცაბაძეს, რომელიც ამავდროულად ასპინძის მერობის დამუკიდებელი კანდიდატია, გამგეობის წარმომადგენელი მალხაზ ლონდარიძე მასზე და გამგეობის თანამშრომლების მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც მალხაზ ლონდარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ლევან ცაბაძემ თვითონ და მისი რამდენიმე თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა- განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. თუმცა, მალხაზ ლონდარიძე აღნიშნულის მიზეზად მიიჩნევს, იმას რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატს როსტომ აგრაქველიძეს უჭრენ. ამასთან, ასპინძის გამგეობის უკვე ყოფილი თანამშრომელი ლონდარიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გამგეობის თანამშრომლებზე წინასაარჩევნოდ სუსის მხრიდან ზეწოლას აქვს ადგილი.

„ასპინძის მოქმედი გამგებლის, ლევან ცაბაძის მხრიდან გამგეობის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს. სამსახურიდან 1 თვის წინ გამომიშვა, რადგან იცოდა, რომ გვერდში ვერ დავუდგებოდი. ლევან ცაბაძემ სამსახურიდან ჩემს გარდა სხვა თანამშრომელიც გაათავისუფლა, ზუსტად რამდენი ადამიანი, არ ვიცი. დამიბარა და მითხრა, რომ სამსახურიდან უნდა წავსულიყავი, ჩვეულებრივად, პოლიტიკურ საფუძველზე. ის, რომ გამგებლის თანამშრომლებზე სუს-ის მხრიდან ხდება ზეწოლა, სიმართლეს არ შეესაბამება. სამი წელია, ერთად ვმუშაობთ და ცუდი ახლა გავხდი?! მე მხარს ვუჭრ როსტომ მაგრაქველიძეს, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ასპინძის მერად იყრის კენჭს. ამ დროისთის გამგეობიდან გათავისუფლებული ვარ. თვითონ მითხრა, რომ სამსახურიდან უნდა წავსულიყავი, მაიძულა, სამსახურიდან წასვლა და ჩვეულებრივად დავწერე განცხადება“, – განაცხადა მალხაზ ლონდარიძემ.

ასპინძის მოქმედ გამგებელს და მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ლევან ცაბაძეს ზეწოლაში კიდევ ერთი პირი, ასპინძის სამუსიკო სკოლის დირექტორი ნათია ასპანიძე ადანაშაულებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ცაბაძემ მის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც მას გამგებელი, სამუსიკო სკოლაში პროექტების არასაწორად განხორციელებაში სდებს ბრალს. ნათია ასპანიძის განმარტებით, ეს ყველაფერი საბაბაია. მისივე თქმით, თვითონ და მისი მეუღლე მალხაზ დავრაშიძე მხარს „ქართული ოცნების’ კანდიდატს როსტომ აგრაქველიძეს უჭერენ, რამაც ლევან ცაბაძის უკმაყოფილება გამოიწვია.

„როდესაც ღიად დავაფიქსირე სახელმწიფოს მხარდაჭერა, ამის მერე წერილები მოყვა იმაზე, რომ სამუსიკო სკოლაში პროექტები შეცდომით განხორციელდა და პასუხს ახლა მთხოვს, საჩივრებია შეტანილი პროკურატურაში. ჩემი მეუღლე მალხაზ დალაშელიძე აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესებში, რადგან როსტომ აგრაქველიძის მეგობარია. ისინი 45 წელია ერთად მოდიან, მეგობრობენ და ამაში ეჭვი არავის უნდა შეპარვოდა, რომ მალხაზ დალაშელიძე როსტომ მაგრაქველიძეს დაუდგებოდა გვერდში. მით უფრო, რომ ის სახელმწიფოს მხრიდან ნდობა გამოცხადებული იყო. ჩემი მეუღლის აქტიურობამ, ვფიქრობ, რომ გამოიწვია ლევან ცაბაძის გაღზიანებაც. მისი მხრიდან დაწერილია საჩივრის წერილი, ჯერჯერობით ვერ ვეცნობი, რადგან მასალები პროკურატურაშია. მიჩივის იმაზე, რომ მე, როგორც საჯარო მოხელე, თითქოს არასწაორად მოვიქეცი, დაახლოებით ეს შინაარსია. ერთი წლის წინანდელი ჩემი „არასწორი საქციელი“ ახლა რატომ გახდა სიანტერესო, ჯერ მოქმედი გამგებლისა და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის?! აშკარად ზეწოლაა, ნამდვილად!“, – განაცხადა ნათია ასპანიძემ.

„ინტერპრესნიუსი“ ლევან ცაბაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი გამგეობის თანამშრომლებსა და სამუსიკო სკოლის დირექტორის მიმართ ზეწოლას ახდენდა. ლევან ცაბაძის მოსაზრებით, ასპინძის გამგეობის თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თავად დაწერეს, მიზეზად კი პირად საუბარში განუმარტეს, რომ ზეწოლას სუსის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

„მე არავინ მავიწროებს, უბრალოდ ჩემმა თანამშრომლებმა ეთდროულად დაწერეს განცხადება, აქედან უმრავლესობა შვებულებაში იყო და განცხადების დაწერის აუცილებლობა არ იყო. როდესაც ვიკითხე, რა ხდებოდა, მითხრეს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა სუსიდან. ზეწოლას არჩევნებს უკავშირებენ, კერძოდ კი იმას, რომ მე დამუკიდებელ კანდიდატად ვიყრი კენჭს. თუმცა, ამის გამო ჩემ თანამშრომლებს რატომ ავიწროებდნენ, ვერ მივხვდი. აქ იყო ასეთი ინფორმაცია, ვითომდა მე თანამშროლებზე ზეწოლას ვახდენდი, ალბათ ამის არგუმენტირებულად დადასტურება უნდოდათ. თანამშრომლებმა, ვინც განცხადება დაწერეს, პირად საუბრებში მთხრეს, რომ სუსი ახდენს ზეწოლას, ხოლო ოფიციალურად განცხადებაში ამას არ ამბობენ, წერენ, რომ გავათავისუფლო დაკავებული თანამდებობიდან, ზოგიერთი ოჯახურ პირობებს ასახელებს. პირადად ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ხალხი მოდის და მეუბნება, რომ რომც მოვიგო არჩევნები, მაინც ვერ ვიქნები მერი, უნდა დამიჭირონ და ა.შ. ამ შინაარსის საუბრები მესმის, თუმცა ჩემთვის ვინმეს მხრიდან რაიმე სახის მუქარას ადგილი არ ჰქონია. ამ ყველაფერმა კი სერიოზული სახე წინა კვირას მიიღო. დღესდღეობით აქ მაღალი რეიტინგი მაქვს, ვფიქრობ, რომ უნდოდათ ხალხისთვის ეჩვენებინათ მარტო ვარ, ხალხი გამექცა და ა.შ“, – განაცხადა ლევან ცაბაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები