​ევროინტეგრაცია საქართველოს არამხოლოდ საგარეო პოლიტიკის მიზანია, არამედ საშინაო პოლიტიკის მკაფიო პრიორიტეტიცაა – ლაიმა ანდრიკიენე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს და მინისტრს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაუსვეს.

ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ სიტყვით გამოსვლისას მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს ევროინტეგრაციის, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ქვეყნის ევროკავშირში წევრობის გზაზე.

„თვალსაჩინოა, რომ ევროპული ინტეგრაცია თქვენი ქვეყნის არამხოლოდ საგარო პოლიტიკის მიზანია, არამედ საშინაო პოლიტიკის მკაფიო პრიორიტეტია”, – განაცხადა ლაიმა ანდრიკიენემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები