პრეზიდენტი: ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ, აქტიური იყოთ და საარჩევნო უბნებზე მიხვიდეთ

საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
შესაბამისი განცხადება მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“ორ დღეში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენი უფლებების გასამყარებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ და ქართული დემოკრატია გავაძლიეროთ. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ, აქტიური იყოთ, საარჩევნო უბნებზე მიხვიდეთ, თქვენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოთ და დემოკრატიის გაღრმავებაში წვლილი შეიტანოთ თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან. მოგიწოდებთ, აქტუალური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში და ნაბიჯი გადადგათ უფრო გაღრმავებული პლურალიზმისა და დემოკრატიის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები