„თბილისიმარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება

„თბილისიმარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება.  ღონისძიების  ორგანიზატორებმა, თბილისის მერიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ გამართული მოლაპარაკების შედეგად, მარათონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს.

როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, „თბილისიმარათონი 2017“  დილის 9:00 საათის ნაცვლად, 8:30-ზე დაიწყება და ღონისძიება 14:00 საათის ნაცვლად, 11:00 საათზე დასრულდება, რაც დედაქალაქის ქუჩების პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილების საშუალება იქნება.

თბილისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც მარათონის მონაწილეების, ასევე, მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინა.

„ღონისძიების მიზნების – ქველმოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციიდან გამომდინარე, თბილისის მერია წლებია, „თბილისიმარათონის“ მხარდამჭერია. დედაქალაქის მთავრობა წარმატებას უსურვებს სხვადასხვა გარბენის მონაწილეებსა და ღონისძიების ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებს“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები