ალექსანდრე კობაიძე: ცენტრალურ ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც, მეორე ტური დაინიშნება

„ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ვარაუდობს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ცენტრალურ ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც, მეორე ტური დაინიშნება.
ამის შესახებ კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობაიძე მიიჩნევს, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები: კახა კალაძე და ზაალ უდუმაშვილი დაუპირისპირდებიან.
ალექსანდრე კობაიძემ საარჩევნო გარემოს შეფასებისას, დადებით ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველ დროსთან შედარებით ე.წ. „პოლიციური რეჟიმი“ აღარ იგრძნობა და ხალხს აქვს საშუალება თავისი აზრი თავისუფლად დააფიქსიროს.
რაც შეეხება უარყოფითს, ალექსანდრე კობაიძე აღნიშნავს, რომ მთელი თბილისისა და საქართველოს მასშტაბით, მმართველი პარტიის მიერ გაკრული საარჩევნო პლაკატებია. კობაიძემ იმ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება, როდესაც გამგეობის თანამშრომელმა მისი პლაკატი ჩამოხია.
„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არჩევნებს მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსი იგებს.
„ჩემი აზრით, არჩევნებს მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსი იგებს. ვფიქრობ, რომ ხალხის აქტივობა საარჩევნო პროგრამაზე არ არის მიმართული, უფრო მიმართულია იმაზე, თუ რომელი პარტია რა რესურსს დახარჯავს, უფრო პიარზეა მიმართული. ჩვენ გვაქვს ამომრჩევლის იმედი, რომ გააკეთებს სწორ არჩევანს, ასევე ის კატეგორიაც, რომელმაც  ჯერ კიდევ არ იცის მივიდეს თუ არა არჩევნებზე“,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები