შსს-ს დელეგაცია ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს დელეგაციის წევრები ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) სათავო ოფისს ეწვივნენ და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა FRONTEX-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხებზე  და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ახალი სამუშაო შეთანხმების პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.
შეთანხმების პროექტი საქართველოს შსს-ს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებას, ერთობლივ ოპერაციებში ჩართულობას, რისკის ანალიზის კუთხით თანამშრომლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა FRONTEX-ის ერთობლივი ოპერაციების, დაბრუნების ოპერაციების, რისკის ანალიზისა და სასწავლო დანაყოფების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანი იყო FRONTEX-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობისა გაღრმავება და სამომავლო გეგმების განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები