თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 11:00-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთს ნაწილობრივ შეზღუდვა შეეხება.
გარდა ამისა, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 13:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირს ნაწილობრივ.
კომპანია მომხმარებლებს, შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები