იან კელი – საქართველოში კარგი წინასაარჩევნო გარემოა

საქართველოში კარგი წინასაარჩევნო გარემოა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე არის კიდევ ერთი ნაბიჯი.
“ჩვენ რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს, ასევე, ეუთო-ს ჰყავს ძალიან დიდი სადამკვირვებლო მისია, რომელიც დააკვირდება აღნიშნულ არჩევნებს და ჩვენ გვაქვს ახლო თანამშრომლობა და კონტაქტი მათთან. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, იგი არის კარგი, შევაფასებდი ასე. კონტაქტი გვაქვს სხვადასხვა წარმომადგენლებთან, მხარეებთან, ასევე, კონტაქტი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხებზე. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მოგეხსენებათ, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არის წამყვანი ამ კუთხით და მათ აქვთ კონკრეტული სტანდარტები, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად. შესაბამისად, ისინი დააკვირდებიან პროცესებს, შეაფასებენ და ჩვენ შეფასებებში სწორედ მათ დავეყრდნობით”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები