მეტროში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს, პირველადი ინფორმაციით მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

თვითმხილველების განცხადებით, უცხოელი მამაკაცი შეუძლოდ გახდა. სავარაუდოდ მას გულის შეტევა ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები