„ვინ უფრო დიდი ხიხოა – სააკაშვილის ოქრუაშვილი თუ სააკაშვილის ელისაშვილი?”

ცნობილი ბლოგერი, გელა კურტანიძე „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატზე, ალეკო ელისაშვილზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„თქვენი პრინციპული და უმწიკვლო ყმაწვილი იყო „სოროსის ფონდის” მედია-პროგრამების მთავარი კოორდინატორი 2009-2012 წლებში, ანუ სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში გააფთრებული მედია-ტერორი მძვინვარებდა.”
ნწ, ნწ, ნწ, აი, აი აი… თფილისზე მზუნველი… არადა, ათას კაცში გამოვარჩევ თბილისელს, სიარულით, ჩაცმით, ლაპარაკის მანერით, ხშირად ერთი ხელის გაქნევითაც კი… არა, ძმაო, რა, მე და ეგ ყმაწვილი სხვადასხვა თბილისზე ვლაპარაკობთ, ალბათ, მე თბილისზე, ეგ კი თფილისზე…

„… ა, ბატონო, გვითხრა ელისაშვილმა, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ახლა დასკვნა, თუ თვითონ რას წარმოადგენს, იმათ გააკეთონ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება (ან არ უნდა, რომ მიხვდეს), რას ნიშნავს, იყო „სოროსის ფონდის” მედია-პროგრამების მთავარი კოორდინატორი 2009-2012 წლებში, ანუ სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში გააფთრებული მედია-ტერორი მძვინვარებდა.
ეს ნიშნავს, რომ ხარ „ნაცი”, მაგრამ თუ ამავე დროს „ნაცებს” აგინებ, ე.ი. ჩვეულებრივი „ნასედკა” ხარ.
ეს იმდენად მარტივია, იმდენად მარტივი, რომ არც კი ვიცი, მეტი რა ვთქვა, მაგრამ ახლა, უცებ, ისევ გამახსენდა – „გამორთე ტრაქტორი, ნერვებს ნუ მიშლი”.

გამახსენდა და სულ სხვა კითხვა დამებადა: „ვინ უფრო დიდი ხიხოა – სააკაშვილის ოქრუაშვილი თუ სააკაშვილის ელისაშვილი?”
ცხონებული ო’ჰენრის უკანასკნელი სიტყვები იყო: „აანთეთ სანთელი, სიბნელეში სიკვდილი არ მინდა”.
არც მე მინდა სიბნელეში სიკვდილი, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს იქ, სადაც ერთი ხიხო, მეორე ხიხოს მხარდაჭერით დედაქალაქის მერის არჩევნებში საპატიო მეორე ადგილს და ვერცხლის მოოქროვილ მედალს ეჭიდავება.”
ბრჭყალებში მოქცეულია ნაწყვეტი Giorgi Iakobashvili-ს პოსტიდან”, – წერს გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები