აკაკი ზოიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს ჯანდაცვის სფეროს რეფორმებზე ესაუბრა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  აკაკი ზოიძე დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით თბილისში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობენ.

აკაკი ზოიძემ ახალგაზრდებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმების შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარა.  შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია და მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმის თაობაზე, თუ  რა არის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც „შეიძლება საქართველოდან ასევე სხვა ქვეყნებმა გადაიღონ, ან კიდევ ჩვენ სხვა ქვეყნებისგან ვისწავლოთ“.

„შეხვედრაზე ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებსაც დიდი დაინტერესება აქვს  ჩვენს რეფორმებთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვის სექტორში. ასეთი შეხვედრები ემსახურება ჩვენი რეფორმების – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ქვეყანა გაიგებს საქართველოს წარმატებებს ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე იმის შესახებაც, რომ საქართველო შეიძლება კარგი მაგალითი იყოს ჩატარებული რეფორმებით აღმოსავლეთ ევროპის იმ  ქვეყნებისათვის, რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში ან ანალოგიური გამოწვევების წინაშე დგანან”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები