ბენედიქტ ფრანკემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთხელ მიიწვია

ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს განხილული იდეებისა და კრეატიული გადაწყვეტილებების დანერგვას და 2018 წლის თებერვალში მიუნხენში ღირსეულ დელეგაციას ვუმასპინძლებთ, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ ბენედიქტ ფრანკემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ისე – თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრებთან.
„ყველა ეს შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, ისინი ძირითადად ეხებოდა იმ მთავარ მიზანს, რომელიც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად გვაქვს დასახული – მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ამ პლატფორმის მაქსიმალურ გამოყენებას, რათა ის საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის უაღრესად სასარგებლო აღმოჩნდეს, ძალიან ღირსეული საგარეო მიზნების მიღწევის კუთხით. ჩვენ სასწაულების მოხდენა არ შეგვიძლია, თუმცა შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამოუკიდებელი, ნეიტრალური და ძალიან ძლიერი, გლობალურად თვალსაჩინო პლატფორმა საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის – სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ამავდროულად წარმატებას აღწევენ”, – განაცხადა ბენედიქტ ფრანკემ.
შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობა, რომლის თანახმად, საქართველომ შესაძლოა 2018-2019 წლებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები