მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა

0

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა.

„მე მოვუწოდებ კიეველებს, რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მოვიდნენ აქ და დააყენონ მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა, რომ პოროშენკომ მოიფიქროს პოსტიდან წასვლა“, – განაცხადა სააკაშვილმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც კიევში, უმაღლესი რადას მიმდებარედ, კონსტიტუციის მოედანზე მიმდინარეობს.

როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, რადასთან დაახლოებით 4,5 ათასი ადამიანია შეკრებილი. მომიტინგეთა ძირითადი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებაა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კიევის ქუჩებში წესრიგის დასაცავად ნაციონალური გვარდიისა და პოლიციის 3500 თანამშრომელი იყო გამოყვანილი. დეპუტატების თქმით, უმაღლესი რადას სამართალდამცავთა ორმაგი კორდონი იცავს.

კომენტარები

კომენტარი